შპს ჯორჯმედტექსერვისი (GMTS) საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი მომწოდებელია სამედიცინო აპარატურის, ინტერვენციული კარდიოლოგიური პროდუქციის, სამედიცინო სახარჯი მასალების მიმართულებით.
კომპანია 2008 წელს ძმებმა, სამედიცინო ინჟინრებმა დააარსეს. საწყის ეტაპზე ჯორჯმედტექსერვისის საქმიანობის სფერო მოიცავდა კლინიკების სხვადასხვა სახის სამედიცინო აპარატურით მომარაგებას და სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას.
2012 წლიდან GMTS-ის საქმიანობას ახალი მიმართულება დაემატა, კერძოდ, დაიწყო კლინიკების მომარაგება სხვადასხვა კარდიოლოგიური პროდუქციით.
2015 წლიდან კომპანია გახდა ABBOTT VASCULAR-ის ოფიციალური დისტრიბუტორი, ხოლო 2019 წლიდან არითმოლოგიისა და ელექტროფიზიოლოგიის მიმართულებაც დაემატა.
მისია და ხედვა
ვცდილობთ საქართველოს შევთავაზოთ ინოვაციური სამედიცინო პროდუქცია და ჩვენი მცირე წვლილი შევიტანოთ სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლებაში.
ჩვენი ღირებულებები
ჩვენი თანამშრომლობის პრინციპები ნდობაზე, გულწრფელობასა და პასუხისმგებლობაზეა დაფუძნებული. გვჯერა, რომ ხარისხის გარანტია და ჩვენ მიერ მოწოდებული პროდუქტების ეფექტიანობა ჩვენი უმნიშვნელოვანესი მოვალეობაა.